საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტებს უფასოდ მიიღებენ

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე მიმდინარე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ.

 ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„პასპორტის უფასოდ მიღება მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემებსაც გადაჭრის“, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.