როენა ხუცურაულის განცხადებით სასტუმრო „მამიდას“ ადგილზე კათარზისის გახსნას გეგმავდა

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული აცხადებს, რომ სასტუმრო „მამიდას“ ადგილზე კათარზისის გახსნას გეგმავდა.

როგორც როენა ხუცურაულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ფართი მიაქირავა ზინაიდა ქორიძეს და გეგმავდა მისთვის ხელშეკრულების გაუქმებას, რადგაც ქირას ვერ იხდიდა, ამის ნაცვლად კი კათარზისის გახსნას აპირებდა.

პროკურორის განმარტებით, როენა ხუცურაულმა ზინაიდა ქორიძეს ფართი პროსტიტუციისთვის გადასცა. ბრალდების მხარე როენა ხუცურაულისა და ზინაიდა ქორიძისთვის პატიმრობას ითხოვს, რადგან ზინაიდა ქორიძემ არასწორი მისამართი მიუთითა და შესაბამისად, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებისგან დამალვას არ გეგმავს, სასამართლოს კი გირაოს სახით 20 ათას ლარს სთავაზობს.

სასამართლოზე დაცვის მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.