ივანიშვილი აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში ჩავიდა

ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუ” აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციას 13 მილიონი ლარით დააფინანსებს.​ კომპლექსი “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს მეუფე თეოდორესთან ერთად მოინახულა. “ქართუში” ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ძეგლების აღსადგენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ივანიშვილმა სასულიერო პირს, სარეაბილიტაციო თანხების შეუზღუდავად დაფინანსების შეუზღუდავად გაცემის პირობა მისცა. გარდა ამისა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ტაძრის რესტავრაცია დაჩქარებულ დროში მოითხოვა. 

„ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ, მოსწრება უნდა, რომ არ ჩამოიშალოს. სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. უკვე ამოყვანილია კედლები, ახლო მომავალში დაიწყება გუმბათის დაშენება.