ესენი არიან დასაჭერი, მე არაფერი ჩამიდენია – მალხაზ მაჩალიკაშვილი 

„არ მაქვს დაკავების მოლოდინი იმიტომ, რომ არ არის არანაირი დანაშაული ჩადენილი,“ – ეს განცხადება, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ში დაკითხვაზე შესვლამდე გააკეთა.

გომელაურის უწყება პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამას, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს. მაჩალიკაშვილის თქმით, დანაშაულის მცდელობაც კი არ ყოფილა, შესაბამისად, მისი და მისი ძმისშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს. 

„ამათთან რამდენიმე ადამიანი ზის, ვისაც დაუშავებიათ ჩემს წინაშე, მთელი ერის წინაშე, საქართველოს წინაშე, მთელი ქისტი მოსახლეობის წინაშე, ის სისხლგასვრილი ხელებით აქ სხედან. ესენი არიან დასაჭერი, მე არაფერი ჩამიდენია,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

კითხვაზე, შეესაბამება თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს რომ მისი ძმისშვილი გოგაშვილის ახლობლების საფლავზე იმყოფება, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მსგავსი სახის ვიდეო ვერ იარსებებს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი ძმისშვილი საფლავზე არ ყოფილა