„ეს ტაძარი არის ზუსტად იმის მაგალითი, რომ ძალა ერთობაშია“ – პაატა ბურჭულაძე

„ეს ტაძარი არის ზუსტად იმის მაგალითი, რომ ძალა ერთობაშია“ – ეს განცხადება მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პაატა ბურჭულაძემ გააკეთა. საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” დამფუძნებლის თქმით, ტაძარი ყველას მიერ, ერთობლივად არის აშენებული, მათ შორის ტაძრის აშენებაში შემოწირულობა გაღებული აქვს მუსულმანებსაც და ებრაელსაც

„გლოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ზუსტად 2011 წლის 12 მაისს იკურთხა საძირკველი ამ ტაძრის და იქიდან დაიწყო მშენებლობა, ნახეთ 8 წელიწადში რა სასწაულ შექმნა ხალხმა, მთელმა საქართველომ ააშენა ეს, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გარდა ქრისტიანებისა, მუსულმანებაც და ებრაელებმაც შემოსწირეს თანხა ტაძრის მშენებლობას, ისე რომ ჩვენ ყველანი გავერთიანდით და ეს ტაძარი არის ზუსტად იმის მაგალითი, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ მთელი ბოროტება. ღმერთმა ქნას, ამ ტაძარმა გააერთიანოს მთელი საქართველო,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.