“დიდ საპროტესტო ტალღას მიიღებენ” – თაკო ჩარკვიანის პარტია მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებს

 თაკო ჩარკვიანი პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა და იურიდიული დახმარება შესთავაზა.

ჩარკვიანი ამბობს, რომ თუ სახელმწიფო მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებს, საპროტესტო ტალღა გარდაუვალი იქნება.

„პირდაპირ გეუბნებით, დიდ საპროტესტო ტალღას მიიღებენ, ჩვენ საქართველოს რუსეთს არ გადავაბარებთ, ამას ბიძინა ივანიშვილს არ გავაკეთებინებთ და გონს მოვიდნენ დროზე. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ბატონ ვახას შევთავაზოთ, ვუთხრათ, რომ მის გვერდით ვართ, მიმდინარეობს კონსულტაციები და კიდევ გიმეორებთ, აიყვანთ მალხაზ მაჩალიკაშვილს – აქ დავსხდებით კარავში,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სუს-ი გამოძიებას აწარმოებს ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.