გიორგი გახარიას კიდევ ერთი ბოდიში

აქცია პერფომანსი პარლამენტთან და საპროტესტო ბანერებით აჭრელებული თბილისი. „დავიწყოთ ბოდიშით,” “არა თავისუფლებას,” “უფრო მორჩილი სასამართლო,” – ამ შინაარსის პოსტერები დედაქალაქის უბნებში სამოქალაქო აქტივისტებმა გამოფინეს და კიდევ ერთხელ საჯაროდ გააპროტესტეს ხელისუფების პოლიტიკა. ორგანიზატორებმა გაიხსენეს “ბასიანსა” და “გალერიში” ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენები და თბილისის მთავარ გამზირზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ ბოდიშს იხდის.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი ბოდიში  მოიხადა, ოღონდ ამ ბოდიშს კონკრეტული ადრესატები ჰყავს.

„12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების გვქონდა 2 შემთხვევა. ამის შემდგომ  აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი მსგავსი ეს პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაურესდება ვერავინ ვერასოდეს შსს-ს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნებ არც ერთი დახურული ზონა. კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს ვინც ეს ტრაგედია გამოიარეს,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.