“ყველა უბედურების სათავე ივანიშვილია” – ირაკლი ოქრუაშვილი

ოპოზიციის სრული სპექტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის დასაწყებად ემზადება. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები და ლიდერები ქართული ოცნების თავმჯდომარეს უპირისპირდებიან. ვინც ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წელს კარდაკარ დადიოდა, ახლა ამბობს, რომ მან ნდობა დაკარგა.

ირაკლი ოქრუაშვილი ახალი პოლიტიკური გეგმებით ბრუნდება. ოქრუაშვილის აზრით, ქვეყანაში ყველა უბედურების სათავე ბიძინა ივანიშვილია. მისი თქმით, აქტიურ ბრძოლას იწყებს იმისთვის, რომ მართვის სადავეებს ქართული ოცნებისთავმჯდომარე ჩამოაშოროს.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ პოლიტიკური პარტიები და ლიდერები, რომლებიც სხვადსხვა დროს ერთმანეთის ყველაზე მწვავე ოპონენტები იყვნენ, ახლა ერთიანობის აუცილებლობაზე აალაპარაკა.