“უსუსურ ოპონენტებს მინდა მივმართო, რომ ნურავის ექნება იმედი, შეძლებენ შუღლის, განხეთქილების შემოტანას” – ირაკლი ღარიბაშვილი

მარნეულში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება წარსულში არ დაბრუნდება.

„მე მჯერა, რომ ზაურ დარგალი იქნება თქვენი საამაყო ქალაქის მერი. ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და ჩვენ არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც ჩვენ 2012 წელს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დავამარცხეთ. ნურავის ნუ ექნება იმედი, უსუსურ ოპონენტებს მინდა მივმართო, რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფორმით შუღლის, განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში,“ – განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.