როგორ ჩხუბობს ტყუპი და მუცელში – (ვიდეო)

უჩვეულო შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში. ექოსკოპიაზე მისული ორსულის მუცელში ტყუპის “ჩხუბი” გადაიღეს. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

ვიდეო სოციალურ ქსელში მალევე საკმაოდ პოპულარული გახდა. მას უკვე 494,067 ნახვა აქვს.

ნინსიას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოს ექიმებმა გადაუდებელი ოპერაცია დაიწყეს მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ერთ-ერთი მათგანის გულისცემის სიხშირე მოულოდნელად დაეცა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. როგორც მედიკოსები ამბობენ, გოგოები ჯანმრთელები დაიბადებიან. მათ უკვე ზედმეტსახელებიც შეურჩიეს: ალუბალი და მარწყვი.