პრემიერმინისტრის რეაქცია ტალახაძის მორიგ რეკორდზე

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლაშა ტალახაძეს გამარჯვება მიულოცა.

„ძალოსნობის ფედერაცია მართლაც გამორჩეული და ყველაზე წარმატებულია. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტურნირის ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველა ქართველს, სპორტის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე. ყველას გილოცავთ“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.