პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კოშკურა ჩამოინგრა – ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

მასშტაბური ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში სავარაუდოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაჩნდა, ასეთია პირველადი ინფორმაცია რომელსაც ფრანგული მედია ავრცელებს. ძლიერი ხანძრის შედეგად ნოტრდამის ერთ-ერთი კუშკურა ჩამოინგრა, ევაკუირებულია ყველა ადამიანი, რომელიც ხანძრის მომენტში ტაძარში იმყოფებოდა.ცოტა ხნის წინ მეხანძრეებმა დაადასტურეს რომ ჩამონგრეულია ტაძრის ჭერი.

წლის განმავლობაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს. პირველადი ინფორმაციით საფრანგეთში ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, -ამის შესახებ ცნობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 

ნოტრდამი ტურისტებისთვის პარიზში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.