აფეთქება დიღმის მასივში-დაშავებულია 8 ადამიანი

დიღმის მასივში, რამდენიმე საათის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად, 8 ადამიანია დაშავებული.  აქედან ორი მათგანი ექიმების განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მათ შორის არის 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც  35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა დანარჩენ დაშავებულებთან შედარებით მძიმეა. 

ამ წუთებში დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა მოახერხეს  მეოთხე სართულის ერთი კედლის დემონტაჟი, რომელსაც საყრდენი გამოცლილი ჰქონდა და მისი ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა. საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. ამ ეტაპზე უცნობია შეძლებენ თუ არა კორპუსის მცხოვრებლები დღეს საკუთარ სახლებში ღამის გათენებას. მიმდინარეობს ექსპერტიზა.