Grand Tour-ის სერია საქარათველოზე

სერიის დასაწყისი ჯერემი კლარქსონის მონოლოგით იწყება:

“აქ ამ საკმაოდ რთულ რეგიონში სადაც არის, სირია, ერაყი, ირანი და რუსეთი, შუაში გვაქვს პატარა მონაკვეთი სადაც მშვიდობა და განვითარება სუფევს.

ამ კვირას ჩვენ გრანდ ტური გადავიტანეთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანა საქართველოში.”

ცნობილმა ავტო ტრიომ გეზი ბათუმიდან აზერბაიჯანისკენ აიღო

ამტურისთვისგრანდტურისტრიომშემდეგიავტომობილებიაირჩია:

ჯერემი კლარქსონმა : Birmingham spec Aston Martin DBS

ჯეიმს მეიმ : ახალი BMW M 8 სერია

რიჩარდ ჰამონდმა : ახალი Bentley Continental GT 

კლარქსონი სერიის დასაწყისშივე ამბობს, რომ არ იცის რას უნდა ელოდოს ამ ყოფილი საბჭოთა ქვეყნისგან, იქნებ სპორტული ავტომობილების მაგივრად ჯიპებით ან სულაც ტანკებით უნდა წამოსულიყვნენ, მაგრამ ჯერ ჯერობით გზები გვაკმაყოფილებს.

მგზავრობისას წამყვანებმა ცადეს ხმოვანი ბრძანებით ნავიგატორში საქართველოს მარშრუტი შეეყვანათ, თუმცა ვერცერთმა ავტომობილმა ვერ მოახერხა Georgia-ს გაგება.

შემდეგი გაჩერება გორში იყო, სადაც წამყვანებმა სტალინის სახლმუზუმი მოინახულეს.

სახლში ყოფნისას ჯერემი კლარქსონმა გაიხუმრა, რომ აქ იჯდა პატარა სტალინი და ფიქრობდა როგორ გამხდარიყო მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე დიდი უარყოფითი პერსონაჟი,

“დედა ეუბნებოდა შვილო ხომ არ გინდა მამის გზას გაჰყვეო, სტალინი კი პასუხობა – არა მე მინდა 20 მილიონი ადამიანის მოკვლა!.

ლაპარაკისას ჯეიმს მეიმ შემთხვევით სახლმუზუმში კარადის კარები გატეხა.

ღამით კლარქსონმა და მეიმ ჰამონდის ბენტლის სტალინის ბიუსტი მიამაგრეს, რამაც ხალხში შერეული გრძნობები გამოიწვია, ზოგი იცინოდა და სურათებს უღებდა, ზოგი კი გაბრაზებული უყურებდა ამ უჩვეულო სანახაობას.

სანამ წამყვანები თბილისში ჩავიდოდნენ, მათ საოკუპაციო ხაზი მოინახულეს, სადაც კლარქსონმა ახსნა და რუქაზე მაყურებელს ანახა რეალური საზღვარი, რომელსაც მთელი მსოფლიო ცნობს და საზღვარი რომელიც რუსეთმა თვითნებურად გადმოწია.

წამყვანებმა ინტერვიუ ჩაწერეს 84 წლის მაცხოვრებელთან, რომლის მიწებიც მცოცავი ოკუპაციის ზოლში მოექცა.

კადრი სევდიანი ნოტით მთავრდება სადაც კლარქსონი ნარატივში ამბობს რომ სამწუხაროდ ისინი გრანდ ტურიდან არიან და არა გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან და დიდი ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებენ.

მთლიანი სერიის ნახვა Amazon Prime-ის მომხმარებლებს დღესვე შეუძლიათ.