Amazon-ი მაღაზიების ახალ ქსელს ქმნის

ონლაინ-რითეილი Amazon-ი მაღაზიების ახალი ქსელის შექმნას გეგმავს. პირველი მაღაზია, უკვე 2019 წელს ამუშავდება.

Amazon-ის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ რამდენიმე ათეული სავაჭრო წერტილი აშშ-ის დიდ ქალაქებში გაიხსნება. კერძოდ სან-ფრანცისკოში, სიეტლში, ჩიკაგოში, ვაშინგტონში და ფილადელფიაში. 

პირველი მაღაზია 2019 წლის ბოლოს ლოს-ანჯელესში გაიხსნება. კომპანიამ შენობების იჯარაზე რამდენიმე კონტრაქტი უკვე გააფორმა. 

Amazon-ის ახალი მაღაზიები ქსელ Whole Foods Market-ისგან განსხვავებული იქნება. აქ უპირატესობა მიენიჭება კვების ორგანულ პროდუქტებს საკვები დანამატების გარეშე.  

კომპანიაში ასევე განიხილავენ უკვე არსებული სავაჭრო ქსელების შესყიდვის საკითხსაც. Amazon-ი ჯამში 2 ათას მაღაზიას გახსნის. 

Amazon-ი მსოფლიოში უდიდესი კორპორაციაა, რომელიც მომსახურებას ინტერნეტით ყიდის. კომპანია 1994 წელს დაარსდა ჯეფ ბეზოსის მიერ. კომპანიაში 600 ათასი ადამიანი მუშაობს. ბეზოსი ამ დროისათვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.  Bloomberg-ის მონაცემებით, მისი ქონების კაპიტალიზაცია 138 მილიარდ დოლარს აღემატება.