50 წლის ჯენიფერ ლოპესი თხოვდება – 5 მილიონიანი ბრილიანტის ბეჭედი (ფოტო)

50 წლის ჯენიფერ ლოპესი თხოვდება – 43 წლის ალექს როდრიგესმა მას ხელი რამდენიმე დღის წინ სთხოვა.

ვარსკვლავმა აღნიშნულის ამსახველი ფოტოები საზოგადოებას გაუზიარა. სადაც კარგად ჩანს, დაჩოქილი სპორტსმენი და 5 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბეჭედი.

როდრიგესმა ლოპესს ხელი ბაჰამის კუნძულებზე გასული კვირის შაბათს სთხოვა, შემდეგ კი ერთი ფოტო გაავრცელა სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ნიშნობის შესახებ იქნა ინფორმირებული.