37 მომხრე იყო, 4 წინააღმდეგი – თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენ.გეგმა დაამტკიცა

37 მომხრე იყო, 4 წინააღმდეგი – თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მიწათმოქმედების გეგმა დაამტკიცა. 

გენგეგმა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ წარადგინა. სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ “სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლები.

დედაქალაქის გენგეგმის განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია გენგეგმაში არსებულ რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება. ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ გეგმა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული. 

დედაქალაქის გენგეგმაზე “სითი ინსტიტუტი” დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.