34 წლის მამაკაცმა თავისი ცოლი და ხუთი წლის შვილი სასტიკად მოკლა

მოსკოვში 34 წლის მამაკაცმა სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა – მან 29 წლის ცოლი და ხუთი წლის შვილი დანით სასტიკად დახოცა და თავის მოკვლაც სცადა.

სავა ნიკიტინმა 60-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა ორივე მათგანს. როგორც რუსული მედია იუწყება, დანაშაულის მოტივი პედოფილია გახდა. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე მარიამ შემთხვევით შეიტყო, რომ მის მეუღლეს თავიანთი ვაჟის მიმართ ინტიმური ზრახვები ამოძრავებდა, თუმცა პირდაპირ პოლიციაში მისვლის შეეშინდა და გადაწყვიტა ნელ-ნელა ჩამოშორებოდა ქმარს, რადგან სავა კარგი მეოჯახე მამაკაცის რეპუტაციით სარგებლობდა და ვერ დაუმტკიცებდა თავის ეჭვებს.
ოჯახი ხუთი წლის წინ უკრაინიდან მოსკოვში, მარიას ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად. ნიკიტინმა დაცვის სამსახურში დაიწყო მუშაობა, ხოლო მარიამ – ადგილობრივ ოფისში. მათი ნათესავებისა და მეგობრების ინფორმაციით, წყვილი ერთი შეხედვით ძალიან ბედნიერი და მოსიყვარულე ჩანდა.