შეჯახების ძალამ დედა-შვილი ჰაერში ააგდო, ორივე ადგილზე დაიღუპა – (ვიდეო)

აზერბაიჯანში, უჯარის რაიონში საზარელი ავარია მოხდა, რომლის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მსუბუქი ავტომობილი გზის კვეთაზე დედა-შვილს დაეჯახა, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ 31 წლის ქალი და 5 წლის ბავშვი ჰაერში ააგდო და რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაისროლა. ქალიც და ბავშვიც ადგილზე დაიღუპნენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მძღოლი დაკავებულია, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.