ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ აშშ-ს ციხეში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ბრუკლინის ციხეში სასჯელს იხდის. მას ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2017 წლის 8 ივნისს დააკავეს. ამერიკელმა სამართალდამცველებმა, 15-მდე ქართველს ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს. თითოეულს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვს, რომელთაგან ზოგი 20, 40 წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ქართველმა მოკრივემ იგივე “ჩაქუჩამ” სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ციხიდან ფოტოები გამოაქვეყნა.