სანაპიროზე ავტობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, სანაპიროზე ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული ოყო სახანძრო ბრიგადა. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა სულ ოთხი ავტომობილი.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის, თუმცა ადგილზე იმყოფებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებია ბრიგადაც.