ოფიციალურად: ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალში დაბრუნდა

მადრიდის რეალმა მთავარი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი, დაითხოვა.

მადრიდულ გუნდს 2022 წლამდე ზინედინ ზიდანი გაწვრთნის. ეს ინფორმაცია მადრიდული გუნდის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა. 

ფრანგი სპეციალისტი მადრიდულ გრანდში 2016-2018 წლებში მუშაობდა და მათთან ერთად 10 ტიტული, მათ შორის 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.