მოპარული იყო ჩემი კუთვნილი პისტოლეტი და ფული” – არჩილ თალაკვაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე, მისი ბინის გაქურდვის ფაქტს ეხმაურება.თალაკვაძის განცხადებით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, თუმცა, სახლში ოჯახის არცერთი წევრი არ იმყოფებოდა.

„მოხდა ასეთი ფაქტი. პოლიციამ უმოკლეს დროში მოახდინა რეაგირება და გახსნა საქმე. მოპარული იყო ჩემი კუთვნილი პისტოლეტი და ფული. რამდენადაც ვიცი, პირი დაკავებულია და ნივთები ამოღებულია. სხვა დეტალები არ ვიცი,“ – განაცხადა არჩილ თალკავაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.