ლიბერთი ბანკის საინკასაციო მანქანაზე  თავდასხმისას  დაკავებულებიდან ერთ-ერთი პოლიციელია

 ლიბერთი ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმის დროს დაკავებული ორი პირიდან, ერთ-ერთი პოლიციელია. ომარ ხუხუა განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელია. ფაქტს შსს ადასტურებს.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. შეიარაღებული ორი პირი ლიბერთი ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხა და იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა. შემთხვევის დროს ინკასატორი დაიჭრა.

პოლიციამ ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღო იარაღები, ნიღბები და 100 ათას ლარზე მეტი თანხა, რომელიც მათ საინკასაციო მანქანიდან გაიტაცეს. ასევე ნაპოვნია მანქანა, რომელიც საინკასაციო მანქანის დაყაჩაღებამდე იარაღის მუქარით ბოროტმოქმედებმა ელექტროქვესადგურისთანამშრომელს წაართვეს. სწორედ გატაცებული მანქანით იმყოფებოდნენ საინკასაციო მანქანის დასაყაჩაღებლად თავდამსხმელები.