“კარგი ცხოვრების გამო” – “ლიბერთი ბანკის” ყაჩაღობისთვის დაკავებული შსს-ს თანამშრომლის ოჯახმა ჟურნალისტები სახლიდან გაყარა

დაკავებულის ომარ ხუხუას ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. სოფელ ჭითაწყარში, სადაც დაკავებული ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ჟურნალისტების გამოჩენას უკაყოფილება მოჰყვა. 
ხუხუას ოჯახის წევრებმა მედიის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს დედამ კი ჟურმალისტების კითხვაზე, რა იყო ყაჩაღობის მოტივი თქვა: “კარგი ცხოვრება გვაქვს და იმიტომ”.

შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ომარ ხუხუა შსს მოქმედი თანამშრომელია, ფაქტს გახარიას უწყებაში ოფიციალურად ადასტურებენ.