ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც სექსის დროს გარდაიცვალნენ

ამბობენ, რომ სიკვდილი ადამიანს ყოველ ნაბიჯში თან სდევს. ფათერაკიან სამყაროში მუდმივი სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ, თუმცა ძნელია, წყვილმა ხიფათზე სექსუალური აქტის დროს იფიქროს.

რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, სექსის დროს სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დღევანდელ პოსტში ჩვენ ყველაზე საინტერესო ისტორიებს გიამბობთ.

სანდრა ორელა ლოს-ანჯელესის სასტუმროს კიბის მოაჯირზე თავის ბოსთან ერთად სექსუალური აქტით იყო დაკავებული.შუა პროცესში კი ის მოაჯირიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც მისი უფროსი რობერტ სელეზერი ამბობს, ქალმა პოზის შეცვლისას წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მისი დაჭერა ვერც პარტნიორმა მოახერხა.

რუმინელმა ფეხბურთელმა მარიო ბუგენუმ თავის მეგობარ გოგოსთან ერთად ვნების დაკმაყოფილება მანქანაში გადაწყვიტა. ისინი ღამით გარაჟში ჩაიკეტნენ და იქ მთელი ღამის გატარება გადაწყვიტეს, თუმცა მათ ძრავის გამორთვა დაავიწყდათ და სექსის პროცესში გაზით გაიგუდნენ.

თინეიჯერი საში და ტომიო ჰიდაკებისთვის ქორწინების ღამე პირველ სექსთან ასოცირდებოდა. მართლაც, ისინი ერთმანეთს სრულიად უბიწოები ,,ჩაბარდნენ.“ სამწუხაროდ, ქორწილის ღამე ტრაგიკულად დასრულდა. სექსის პროცესში ორივე მათგანმა გულის შეტევა მიიღო და წყვილი გარდაიცვალა.

ჯიმი ფეროზო და ტერეზა ჰილი ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ ბარში მოცეკვავისა და მეპტრონის სტატუსს იკავებდნენ. ერთ საღამოს, როდესაც ბარი დაიკეტა, წყვილმა სექსით დაკავება გადაწყვიტა და ამისათვის შესაფერის ადგილად როიალი მიიჩნია, თუმცა წყვილს ერთი რამ დაავიწყდა. ბარის სტრუქტურიდან გამომდინარე, გრანდიოზულად შემოსვლის მიზნით, მოცეკვავეები ჭერიდან თოკით ეშვებოდნენ და როალზე აბიჯებდნენ ფეხს, შემდეგ კი იატაკზე აგდადიოდნენ. სექსის პროცესში კი მათ შემთხვევით დაჭირეს ღილაკს, რომელმაც როიალი ზევით ასწია და ქალი ჭერსა და როიალს შუა გაიჭყლიტა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებისა, სექსუალური აქტის დროს ხშირად იღუპებიან ვიაგრის მომხმარებლები. როგორც წესი, ყველაზე დიდი მაჩვენებლი გულის გასკდომაა.