თბილისის თითქმის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია

თბილისის თითქმის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. შეფერხება სადგურის მოედანზე მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. 

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, ამ დროისთვის მგზავრებს მხოლოდ საბურთალოს ხაზი ემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთია, მეტროსადგურებში მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება.

მათი განმარტებით, პრობლემა მას შემდეგ აღმოიფხვრება, რაც სადგურის მოედანზე გაჩერებულ მატარებელს, რომელსაც ტექნიკური ხარვეზი აქვს, მოსაბრუნებელ ჩიხში გადაიყვანენ.