ვინ არიან “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი 20 და 21 წლის ბიჭები (ფოტოები)

სასამართლომ გლდანში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავებულებს ბრალად ედებათ, ყაჩაღობა, პოლიციელზე თავდასხმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნიკა ქარსელაძეა, ხოლო მეორე პირი, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კახა გამ­ხუ­აშ­ვი­ლი. 

ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.

აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.