დიდ დიღომში ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” ხანძარია – (ვიდეო)

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” სავარაუდოდ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, ადგილზე ამ წუთებში 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფის გაგზავნაც.

წინასწარი ინფორმაციით იწვის დაახლოებით 600კვმ. ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.