“გვერდზე გავიწევი”- თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თუ მისი მოთხოვნები სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, მაშინ ის თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.

მინისტრი ამბობს, რომ თუ ეს თემები ისე არ გადაიჭრა, რომ მისი აზრი იქნა გაზიარებული, ის „გვერდზე გაიწევა“

„არ გადავმდგარვარ. თუმცა არის 4-5 დღის გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას, თუნდაც ამჟამად მიმდინარეს პარლამენტში არ ეხება, ეს არის საკიტხი,რომელიც მე ვთვლი რომ არის მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე,რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, იმიტომ რომ თანამდებობა არ არის ფასეული. ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა, “- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.