ბიზნესმენი რომელსაც უყვარს ცხოველები და ბუნება – შეკითხვა მეხუთე კლასელებისთვის

ჟურნალისტი ნატო გოგელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარებულ ერთ-ერთ კონკურსს ეხება:

„ჩემს მეხუთე კლასელ შვილს, ერთ_ერთ კონკურსში შეხვდა ასეთი შეკითხვა: მას უყვარს ბუნება, ცხოველები, მცენარეები _ დაასახელეთ საჩხერელი ბიზნესმენი!!!!! ნეტავ ვინ იგონებს ამ შეკითხვებს და თუ არსებობს ვინმე, ვინც ამას აკონტროლებს? ვის მოსდის თავში, რომ მეხუთე კლასელ ბავშვს ეს კითხოს? და ამ დროს მე რა გავაკეთო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბავშვს რა ვუთხრა, რომ ასეთ კონკურსებში, რომელიც სკოლაში ტარდება, მონაწილეობა არ მიიღოს თუ ამ იდიოტურ კითხვას პასუხს რომ ვერ გასცემს ეს მის უცოდინარობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზე, რომ ვიღაც იდიოტი წერს ასეთ შეკითხვებს?”- წერს ნატო გეგელია.