საქართველოში „ტკიპების შემოსევა“ იწყება – დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი იწყება.

როგორც იმნაძემ მედიაცენტრ “მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტკიპებისგან თავის დასაცავად მოსახლეობამ, განსაკუთრებით ფერმერებმა, მინდვრების სამუშაოების ან ბუნებაში გასვლის დროს თავი ე.წ. დამაფრთხობლებით უნდა დაიცვან.