„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის ახალი ფოტოები ვრცელდება

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის ახალი ფოტოები ვრცელდება. ფოტოები სერიალის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა.

ფინალური სეზონის პრემიერა „ეიჩ-ბი-ო“-ზე 14 აპრილს შედგება.

„ეიჩ-ბი-ომ“ თვის დასაწყისში იმ სერიალების პრომო ვიდეოც გაავრცელა, რომელიც 2019 წელს გამოვა.

„ვინტერფელდი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ“, – რამდენიმეწამიან კადრში ასე ესალმება ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი სანსა სტარკი დრაკონების დედას, დეინერის ტარგარიენს.