ვინ ჩაწერა სკანდალური ვიდეო? – „ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერში ჩანს iPhone 5″

ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეო კადრებში სავარძელზე ჩანს ტელეფონი აიფონ-5. როგორც გადაცემა „აქცენტებში“ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, აღნიშნული ტელეფონი გამოვიდა 2012 წლის მიწურულს და ის საქართველოში 2012 წელს, ანუ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ვერ იქნებოდა. იმ ფონზე, როცა ხელისუფლების მხრიდან ხდება აპელირება იმაზე, რომ კადრები წინა ხელისუფლების პერიოდშია ჩაწერილი, ნიკა გვარამიას კითხვა აქვს ხელისუფლებასთან და საგამოძიებო უწყებასთან, როგორ მოხვდა კადრებში აიფონ-5, რომელიც 2012 წლის დეკემბრამდე გამოსული არ იყო.

ცნობისათვის, iPhone 5–ის პრეზენტაცია პირველად 2012 წლის 12 სექტემბერს, სან ფრანცისკოს ერთ–ერთ ხელოვნების ცნტრში გაიმართა და შესაბამისად, ის საქართველოში 2012 წელს ვერ შემოვიდოდა.