დაპირისპირება თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში

თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

დაპირისპირება თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის შესვენებისას მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. სკოლაში გამომძიებელიც იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს მცირე დაზიანებები აქვთ მიყენებული.