ბენე ექსკლუზივი ლიდერი კომპანია ბიზნეს ავტომობილების გაქირავებაში

უსაფრთხოება, კომფორტი, სისუფთავე, სიმარტივე, მოქნილობა, ფუფუნება-აი, რას აერთიანებს უმაღლესი კლასის ავტომობილების გაქირავების სერვისი, რომელმაც გასული საუკუნის შემდეგ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული მნიშვნელობაც შეიძინა. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც შეუძლია უმეტეს შემთხვევაში ჩვენი დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შედარებით დაბალ ფასად, თუმცა ფასის პროპორციულად მგზავრობის ხარისხიც  საგრძნობლად იკლებს, ხოლო ხანგრძლივობა იმატებს. დღესდღეობით განურჩევლად იმისა, ქალაქის ფარგლებში გსურთ გადაადგილება თუ ქალაქგარეთ და იმისა, რა არის თქვენი მგზავრობის მიზანი, მაღალი კლასის ავტომობილი ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ბაზარზე პირველი და ლიდერი კომპანია არის ბენე ექსკლუზივი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფარგლებში. კომპანია არის სრულიად მომხმარებელზე ორიენტირებული, ხოლო მისი სერვისი-ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისი. ბენე ექსკლუზივის მომსახურება არის ოცდაოთხ საათიანია და მოიცავს აეროპორტში, სპეციალურ ივენთებსა და საქორწინო გადაადგილებას, ასევე VIP სერვისს VIP სტუმრებისთვისა და სამთავრობო დელეგაციებისთვის. მიუხედავად იმისა, სერვისის რომელ ტიპს მიანიჭებ უპირატესობას, გემსახურება თანამედროვე, უახლესი მოდელის ტრანსპორტი (სედანი, მინივენი, ჰელიკოპტერი, მინიავტობუსი და ა.შ.), სადაც სისუფთავე მაქსიმალურად დაცულია და საშუალება გაქვს, რომ კომფორტულად დაისვენო დანიშნულების ადგილზე მისვლამდე. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელი არის პროფესიონალი და ინფორმირებული მძღოლების ხელში, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ მოგზაურობის დაგეგმვაში, იმ შემთხვევაში თუ ისინი სხვა ქალაქს ან ქვეყანას სტუმრობენ. თანამშრომლებისთვის პრიორიტეტი არის მომხმარებლის ნდობის მოპოვება პირველივე წუთიდან და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც მაქსიმალური ყურადღების შედეგად მიიღწევა. სერვისი განსაკუთრებით მათთვის არის საინტერესო, ვინც ქალაქში პირველადაა, რადგან მძღოლმა ძალიან კარგად იცის მარშრუტი და ასევე ადგილობრივი ენაც. გარდა ამისა, ბენე ექსკლუზივის თანამშრომლებისთვის აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა უცხოელებთან ენობრივი ბარიერის თავიდან არიდების მიზნით.

ბენე ექსკლუზივი, როგორც უკვე აღინიშნა, გვთავაზობს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას, რომელთაგან განსაკუთრებთ პოპულარულია ბიზნეს კლასის ავტომობილები. ესენია: Mercedes Benz S450 Long AMG და Mercedes Benz E250 AMG, რომლებიც მომხმარებლებს მდიდრულ, დახვეწილ ექსტერიერსა და ელეგანტურ, თანამედროვე ინტერიერს სთავაზობს. S კლასის ავტომობილი ძალზე მოსახერხებელია, როგორც მცირე, ისე დიდ მანძილზე მგზავრობისთვის და ამას მისი უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, გაძლიერებული ძრავა და წარმოუდგენლად კომფორტული სალონი უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ სურს გართობა და მისთვის პრიორიტეტი დასვენებაა, S კლასის ავტომობილი არ გაუცრუებს იმედს და სავარძელში დამონტაჟებული მასაჟორი შეუცვლელ კომფორტს პირდება. რაც შეეხება E კლასის ავტომობილს, ის იდეალურია პირადი ან/და ბიზნეს შეხვედრებისთვის და გარანტირებულად დაგეხმარებათ წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენაში. როცა ცდილობ იმას, რომ კლიენტებმა, ბიზნეს პარტნიორებმა ან თუნდაც საზოგადოების გარკვეულმა წრემ სერიოზულად აღგიქვას, მაშინ კიდევ უფრო აუცილებელია ბიზნეს ავტომობილის დაქირავება, რადგან ისეთ მანქანებს, როგორსაც ბენე ექსკლუზივი გთავაზობს, შეუძლია შენი სოციალური სტატუსის განსაზღვრა. ორივე ავტომობილში მძღოლის გარდა მგზავრთა დასაშვები რაოდენობა არის სამი და ნებისმიერ მომხმარებელს აქვს საუკეთესოდ დასვენების შესაძლებლობა. მათ შეუძლიათ მოუსმინონ სიმღერებს, უყურენ უახლეს ფილმებს, თვალ-ყური ადევნონ ახალ ამბებს ან ეს დრო უფრო პროდუქტიულად გამოიყენონ და სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმონ. მომხრებლებს არ უწევთ მანქანის მართვაზე, დაგვიანებაზე და სხვა დეტალებზე ნერვიულობა, ამიტომაც მგზავრობის დრო მათი პირადი დროა.

ბენე ექსკლუზივისთვის მომხმარებლის აზრის მნიშვნელობას ხაზს უზვამს მისი ინფორმატიული, მარტივად გამოსაყენებელი ვებ-გვერდი, რომელიც საშუალებას იძლევა ძალიან მცირე დროში მიიღო დეტალური ინფორმაცია სასურველ სერვისსა თუ მაღალი კლასის ავტომობილზე. გარდა ამისა, ძალზე მოსახერხებელია ისიც, რომ ონლაინ შეგიძლია წინასწარ დაჯავშნა და ამისთვის მხოლოდ პატარა კითხვარის შევსებაა საჭირო. ცხადია, ტექნოლოგიების ერაში კომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ თანამედროვეობას მორგებული იყოს, შესაბამისად უკვე აითვისა “ფეისბუქ” და “ინსტაგრამ” პლატფორმები და კლიენტებს კიდევ უფრო გაუმარტივა ინფორმაციის მიღება.