7 მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ქეთევან წამებულის 67 ნომერში ნაპოვნი შვიდი მამაკაცის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი.  

 როგორც ცნობილია, მამაკაცები „ლიბერთი ბანკის“ შენობის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები, ისინი გორიდან თბილისში დასაქმების მიზნით ჩამოვიდნენ და ქეთევან წამებულის ქუჩაზე ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ.

გამოძიება კითხავს ბინის მეპატრონესაც.