წყალტუბოში ერთ-ერთ საშაურმეში გაზი აფეთქდა

წყალტუბოში ერთ-ერთ საშაურმეში გაზის გაჟონვის შედეგად აფეტქება მოხდა. შედეგად საშაურმეს სამი თანამშრომელი დაშავდა.

დაშვებულები  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, შემოყვანისას მათ თავის, სახისა და ზედა კიდურების დამწვრობა აღენიშნებოდათ. ასევე, დაზიანებული აქვთ სასუნთქი გზები.ქირურგის, გიორგი აბესაძის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.