“წლინახევრის შვილი დარჩა”- მანანა იმედაძის რძალი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა

კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი, ერთ კვირიანი უიმედო ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა. 

გოგონას, სავარაუდოდ, ღორის გრიპი ჰქონდა.

22 წლის, სალომე ქემაშვილი, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში,ყაზბეგის ქუჩაზე არსებულ, ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“წლინახევრის შვილი დარჩა. საოცარი გოგო იყო. მასზე წარსულში საუბარი მიჭირს. სამედიცინოს სტუდენტი იყო და მორიგეობდა ხოლმე და, სავარაუდოდ, იქ შეეყარა ეს ვირუსი,”- აცხადებს ახლობელი, შორენა საღინაძე.

წყარო: primetime.ge