“ჩემი ცოლის დაქალების” მე-14 სეზონი სრულდება – როდის დაიწყება ახალი სეზონი ?

პოპულარული ქართული სერიალი, “ჩემი ცოლის დაქალების” მე-14 სეზონი სრულდება. ამის შესახებ სერიალის ფეისბუკგვერდიდან ხდება ცნობილი.

“მეგობრებო, მოახლოვდა ჩვენი შესვენების დროც! მე-14 სეზონი დასრულდება კვირას, 27 იანვარს ფინალური, 52-ე სერიით რუსთავი2-ზე.

და ასევე პარასკევს, 23:00 საათზე – გავა ორი სერია – 49-ე და 50-ე.

ახალი სეზონის დაწყების თარიღს მალე შეგატყობინებთ” – ნათქვამია ფეისბუკზე.