ქალმა, რომელიც 10 წელია კომაშია, ბავშვი გააჩინა

არიზონას შტატის საავადმყოფოში, პაციენტმა ქალმა, რომელიც 10 წელია კომაშია, ბავშვი გააჩინა. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო, გამოძიებამ კლინიკის თანამშრომლების დნმ-ის ანალიზის საფუძველზე უნდა დაადგინოს, ვისგან დაორსულდა პაციენტი.

ქალი კომაში დაახლოებით 10 წლის წინ უბედური შემთხვევის შედეგად ჩავარდა, ბავშვი კი 2018 წლის 29 დეკემბერს გააჩინა. 

როგორც ტელეკომპანია CBS-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, საავადმყოფოს პერსონალმა პაციენტის ორსულობის შესახებ არ იცოდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ „მომხდარით ღრმად შეშფოთებულები არიან“. როგორც ტელეკომპანიის ეთერში განაცხადეს ქალს მუდმივი მოვლა სჭირდებოდა და მასთან ოთახში კლინიკის ბევრი თანამშრომელი შედიოდა.