„პრინცესას“ დღიურების ახალ ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს (ვიდეო)

პრინცესას დღიურების მესამე ნაწილი სცენარის არსებობა და გადაღების დაწყებისთვის მზადყოფნა დაადასტურა მთავარი როლის შემსრულებელმა, ენ ჰეთეუეიმიმ. ფილმის პირველი ნაწილის გამოსვლიდან უკვე 18 წელი გავიდა.

“მე მზად ვარ ფილმის გადაღებებისთვის, ჯული ენდრიუსიც მზად არის, ჩვენი პროდიუსერიც მზადაა პრინცესას დღიურების ახალი ნაწილისთვის. ასე რომ, თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვსურს კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ ჯენოვიას სამეფოში”, – ამბობს ენი.