მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა

ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრნა, დავით სერგეენკომ, გააკეთა და აღნიშნა, რომ დღის პირველივე ნახევრიდან, შესაძლებელი იქნება წამლის გაცემის დაწყება.   

“მე ეს დავალება მივიღე გუშინ საღამოს. დღეს დილიდან დავიწყეთ შესრულების მექანიზმების გაწერა და ვფიქრობ, რომ შაბათს, დღის პირველი ნახევრიდან დავიწყებთ ამის განხორციელებას.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა მართლაც პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ეპიდემიოლოგიურად ამის საჭიროება არ იყო, ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული ძალიან სწორი გადაწყვეტილება,” – დავით სერგეენკო.