თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა-დაშავებულია ერთი ადამიანი

მესტიაში, კურორტ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ და აცხადებენ რომ ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.