ე.წ ღორის გრიპით 28 წლის ბიჭი გარდაიცვალა

H1N1-ის ვირუსის მსხვერპლი 28 წლის ჩოხატაურელი მამაკაცია,რომელიც გუშინ ქუთაისის კლინიკაში  გარდაიცვალა.ახალგაზრდა 9 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

ამ დრომდე არსებული მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობდნენ, რომ H1N1 შტამის ვირუსით გარდაცვალების 13 ფაქტია დადასტურებული.