“გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 რეანიმაციაშია” – ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო ბრიფინგი

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით,  დაავადების რაოდენობა მცირდება, თუმცა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 616-დან 845-მდე გაიზარდა.

„დღევანდელი მდგომარეობით დაავადების რაოდენობები მცირდება, რაოდენობრივად მიდის შემცირებისაკენ, თუმცა იქ, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, ასეთ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ. ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გაიზარდა 616-დან 845-მდე და თუკი 39 ადამიანი იყო გუშინდელი მდგომარეობით რენამაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მდგომარეობით ეს არის უკვე 44 პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება”

 სერგეენკომ აფთიაქებს ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუზე” ფასის დაწევისკენაც მოუწოდა.