ბერა ივანიშვილი მსოფლიოს მომხიბვლელ მამაკაცად დაასახელეს

გამოცემა Brighside.me მომხიბვლელი მამაკაცების სიას აქვეყნებს და წერს, რომ ეს კაცები სილამაზის სტანდარტებს დაგვავიწყებენ.

შესანიშნავია, როცა ცხოვრება მომხიბვლელობას ბონუსად გაძლევს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია, თუ არ გაღელვებს საზოგადოებაში არსებული წესები და სტანდარტები სილამაზის შესახებ, იღებ საკუთარ თავს და აჩვენებ მთელ სამყაროს, რომ შესანიშნავი და მომხიბვლელი ხარ მაშინაც კი, თუ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებ, სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოებამ დაგიწესა.

გამოცემის სიაში ქართველი ბერა ივანიშვილიცაა. ვნახოთ, ბერა და მსოფლიოს კიდევ 11 მომხიბვლელი მამაკაცი.

ბერა, მომღერალი – „ბერა ივანიშვილი ან, უბრალოდ ბერა, ქართველი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. ის ერთადერთი ალბინოსი არაა თავის ოჯახში. მისი ძმა ცოტნეც საოცრად ჰგავს ბერას და ალბათ მომავალში ისიც მუსიკოსი გახდება“, – წერს Brightside.me ბერას შესახებ.