ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

ეგვიპტეში, კულტურული მემკვიდრეობის შეუარცხყოფისთვის, გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოს გამო, რომელზეც ხეოფსის პირამიდაზე დანიელი ფოტოგრაფის, ანდრეას ვიდისა და მისი მეგობარი გოგონას სექსის სცენაა აღბეჭდილი. 

ფოტოგრაფის მიერ „იუთუბზე“ გავრცელებული ვიდეო ასახავს, როგორ ადის წყვილი პირამიდაზე და იხდის ტანსაცმელს. როგორც ფოტოგრაფი აცხადებს, ისინი პირამიდაზე ნოემბრის ბოლოს, გვიან ღამე ავიდნენ, თუმცა სექსი არ ჰქონიათ, უბრალოდ ფოტო გადაიღეს.

გამოძიება კი იძიებს, ნამდვილია თუ არა ვიდეო, რადგან პირამიდაზე ასვლა აკრძალულია.