“ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ…” – ქაცარავა რუს ოკუპანტებს (ვიდეო)

რუსი ოკუპანტების ატოცში დაბრუნდნენ. დღეს დილით ოკუპანტები სოფელში საინჟინრო მანქანით გამოჩნდნენ. სავარაუდოდ ისინი რამდენიმე დღის წინ დაწყებული ბორდერიზაციის გაგრძელებას გეგმავენ.

მათ მავთულხლართების გასავლებად საჭირო ინვენტარი მიიტანს, – ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია ავრცელებს.

ორგანიზაციის წევრები ორ კვირაზე მეტია სოფელ ატოცში მორიგეობენ. ოკუპანტებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ მიმართა.