სამართალდამცავებთან მომხდარი დაპირისპირების დროს აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა

სამართალდამცავებთან მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია, რადგან პოლიცია მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.

სასწრაფო დახმარების მანქანა ამ დრომდე შეუძლოდ მყოფ მოქალაქესთან მისვლას ვერ ახერხებს, რადგან გზა ჩახერგილია.

ურჯაანში სამართალდამცავებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ.